საკონტაქტო ინფორმაცია

icon_widget_image ორშაბათი-პარასკევი: 09:00 - 18:00; icon_widget_image 41 ქეთევან წამებულის გამზ., 0103 თბილისი, საქართველო icon_widget_image +995 557 979 312 +995 599 300 073 icon_widget_image info@teg.com.ge
Image Alt

მიწოდება მონტაჟი

მიწოდება/მონტაჟი
ლიფტებისა და ესკალატორების მიწოდება-მონტაჟი ითვალისწინებს დამკვეთის მიერ შერჩეული დანადგარების წარმოების, ტრანსპორტირების, მონტაჟისა და ექსპლუატაციაში გაშვების სრულ ციკლს:

• კომპანია „ტეგ ლიფტის“ პარტნიორი მწარმოებლები ოპერირებენ ევროპაში აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, რაც განაპირობებს მიწოდებული დანადგარების უმაღლეს ხარისხს, სამგზავრო ლიფტებისთვის – EN81-20, ხოლო ესკალატორებისთვის – EN115-1:2017 სტანდარტების შესაბამისად.
• დანადგარების სამონტაჟო ტერიტორიამდე დროულ და უსაფრთხო მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებენ „ტეგ ლიფტის“ პარტნიორი კომპანიები – „საქართველოს ფოსტა“, „TNT”, „DHL”, „MGL Georgia”, „Air Logistic” და სხვა.
• მონტაჟის სამუშაოებს ასრულებენ გამოცდილი სპეციალისტები მწარმოებლის სამონტაჟო სტანდარტების სრული დაცვით. სპეციალისტები მუდმივად გადიან გადამზადებას. მათ უტარდებათ უსაფრთხოებისა და დანადგარების სამონტაჟო სამუშაოების შესახებ ტრენინგები. ხორციელდება მიმდინარე და დასრულებული სამუშაოების მუდმივი მონიტორინგი. აღნიშნულ ინფორმაციას ანგარიშგების სახით დამკვეთი იღებს რეგულარულად.
„ტეგ ლიფტი“ იღებს სრულ პასუხისმგებლობას დანადგარების ტექნიკურად გამართვისა და ექსპლუატაციაში გაშვებაზე, რაც ციკლის ბოლოს დასტურდება ერთიანი ეროვნული ორგანოს აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატით.