საკონტაქტო ინფორმაცია

icon_widget_image ორშაბათი-პარასკევი: 09:00 - 18:00; icon_widget_image 41 ქეთევან წამებულის გამზ., 0103 თბილისი, საქართველო icon_widget_image +995 557 979 312 +995 599 300 073 icon_widget_image info@teg.com.ge
Image Alt

პარტნიორები

ტეგ ლიფტი წარმოადგენს KLEEMANN-ის, მსოფლიო ლიდერი ბრენდის ექსკლუზიურ დისტრიბუტორს საქართველოში.  “KLEEMANN GROUP”-ს გააჩნია სრული ციკლის წარმოება საბერძნეთში, სერბეთსა და ჩინეთში; ასევე, საამწყობო ხაზი თურქეთსა და რუსეთში. ლიფტების, ესკალატორების და სხვა ამწე სატრანსპორტო საშუალებების  მსოფლიო ბაზარზე KLEEMANN ოპერირებს სათაო და წარმომადგენლობითი ოფისების საშუალებით, რომლებიც მსოფლიოს თხუთმეტ ქვეყანაშია გახსნილი.  

KLEEMANN  გვთავაზობს პროდუქციის ყველაზე მრავალფეროვან სამოდელო რიგს, რომლიდანაც შეიძლება ნებისმიერი სამონტაჟო მდგომარეობისათვის შეირჩეს შესაბამისი ლიფტი.  კომპანიისთვის უპირატესობაა ბაზრისთვის  მაღალი ხარისხის ტექნოლოგიების გამოყენებით სპეციალური საინჟინრო გადაწყვეტების შეთავაზება. KLEEMANN-ს აქვს სერტიფიცირებული გადაწყვეტები ლიფტებზე დაბალი თანაორმოთი, ზედა სართულის სიმაღლით და სხვა  ორიგინალური პარამეტრებით.

ტეგი  12 წლიანი ისტორიის განმავლობაში თანამშრომლობდა არაერთ წამყვან ბრენდთან. ისეთები როგორიცაა: Mitsubishi, OTIS, KLEEMANN, Ametal, SJEC და სხვა…

 ოთხი წლის განმავლობაში ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი იყო როგორც კომპანია OTIS-ის ოფიციალური აგენტი, რამაც საშუალება მისცა როგორც ტექნიკურ პერსონალს, ასევე მმართველ რგოლს, დაეგროვებინა მნიშველოვანი გამოცდილება რთულ საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტებში ტექნიკური და ადმინისტრაციული საკითხების ეფექტურად მართვაში.

2019 წლიდან ტეგ ლიფტი უნიკალური და რთული საინჟინრო გადაწყვეტების განმახორციელებელი კომპანიის MASPERO ELEVATORI-ს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.

ასევე, ტეგ ლიფტი  წლების მანძილზე  წარმატებით თანამშრომლობს თურქულ და ჩინურ კომპანიებთან, მათ შორის: Ametal, Delfar, SJEC, Prolift, Devas, Hitech,  რომლებიც გამოირჩევიან პროდუქციისა და მოდელების მაღალი ხარისხით.