საკონტაქტო ინფორმაცია

icon_widget_image ორშაბათი-პარასკევი: 09:00 - 18:00; icon_widget_image 41 ქეთევან წამებულის გამზ., 0103 თბილისი, საქართველო icon_widget_image +995 557 979 312 +995 599 300 073 icon_widget_image info@teg.com.ge
Image Alt

საკონსულტაციო მომსახურება

კომპანია “ტეგი” გაგიწევთ საკონსულტაციო მომსახურებას ლიფტებისა და ესკალატორების ნებისმიერი ფუნქციონალობის შენობაში სწორი დაგეგმარებისათვის.   პროფესიონალთა გუნდი დაგეხმარებათ პროექტის ხარჯების, ტექნიკური და ფინანსური რისკების მინიმუმამდე დაყვანაში.

ლიფტების, ესკალატორების და სხვა ამწე მექანიზმების ექპლუატაციის ვადის გახანგრძლივების მიზნით გამოცდილი სპეციალისტები შეიმუშავებენ თქვენი ლიფტების მოდერნიზების  პაკეტებს.

კონსულტაცია პროექტირების საწყისს ეტაპზე:

პროექტირების პირველ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია ამწე სატრანსპორტო საშუალებების სწორი დაგეგმვა, შენობის გამართული ფუნქციონირებისათვის.

გთავაზობთ, ინდივიდუალურ საკონსულტაციო მომსახურებას, რომელიც ითვალისწინებს ამწე სატრანსპორტო საშუალებების პროექტირებას  და ოპტიმალური სპეციფიკაციების დადგენას. კონსულტაციის პირობები გულისხმობს ლიფტების, ესკალატორების, შახტების მახასიათებლების, მასალებისა და მათთან ურთიერთკავშირში მყოფი სისტემების სწორად შერჩევას,  შენობა-ნაგებობის მგზავრ-ნაკადების ინტენსიობის დადგენას და შესაბამისი რეკომენდაციების გაწევას.

კონსულტაცია პროექტის მიმდინარე ეტაპზე:

 პროექტის მიმდინარეობისას არსებული ამოცანების ეფექტიანად გადაწყვეტის მიზნით, “ტეგი” გთავაზობთ ინდივიდუალურ საკონსულტაციო მომსახურებას.  მიმდინარე ეტაპზე არქიტექტორებს და პროექტანტებს საშუალება ეძლევათ მიიღონ ნახაზები და ტექნიკური კონსულტაცია ამწე სატრანსპორტო საშუალებების შესაბამისი მოდელის შესარჩევად. მშენებლობის პროცესში, ხარვეზების და შეცდომების პრევენციის მიზნით, ჩვენი კომპანიის სპეციალისტები ახორციელებენ  შახტებისა და სივრცითი ტერიტორიის მოწყობის პროცესის მონიტორინგს.