პარკინგის ლიფტების უამრავი მოდელი არსებობს, რომელთაგანაც გარკვეული რაოდენობა გამოცდილია საქართველოს პირობებში. არსებობს, ინდივიდუალური, ორდონიანი, კარუსელის, როტარული, “პაზლის” ტიპის, ორმანქანიანი, ოთხმანქანიანი და მრავალმანქანიანი პარკინგის სისტემების სერთიფიცირებული მოდელები, რომლებიც ზრდიან პარკინგისათვის გამოყენებული ფართის ეფექტურობას. ავტომატური პარკინგის სისტემა მანქანის პარკინგზე ავტომატური განაწილების საშუალებას იძლევა. პარკინგების სწორი დაგეგმვა და შესაბამისი მოდელის შერჩევა დიდ გამოწვევას წარმოადგენს და საჭიროებს ტექნიკურ შეფასებას გამოცდილი ინჟინრის მიერ.