საკონტაქტო ინფორმაცია

icon_widget_image ორშაბათი-პარასკევი: 09:00 - 18:00; icon_widget_image 41 ქეთევან წამებულის გამზ., 0103 თბილისი, საქართველო icon_widget_image +995 557 979 312 +995 599 300 073 icon_widget_image info@teg.com.ge
Image Alt

კომპანია

კომპანიის ხედვა

“ტეგ ლიფტის” პოლიტიკაა  მაღალი ხარისხის პროდუქციის მწარმოებლებთან მუშაობა და მსოფლიოში ცნობილი  ბრენდების მიერ შემუშავებული მიდგომებითა და სტანდარტებით ოპერირება პროექტის დაგეგმვიდან  დაწყებული, მონტაჟისა და შემდგომი ტექნიკური მომსახურების განმავლობაში.

კომპანიის მიზანი

“ტეგ ლიფტის” მიზანია ლიფტების, ესკალატორების და ამწე სატრასნპორტო საშუალებების  სფეროში საქართველოს ბაზარზე  ლიდერობა, ინოვაციების ძიება და დანერგვა. კომპანიის მენეჯმენტისთვის პრიორიტეტულია მუდმივი განვითარების გზით წინსვლა. პერსონალის კვალიფიკაციის  მუდმივი ამაღლება; დამკვეთებისათვის მომსახურების მათზე მორგებული პაკეტების შეთავაზება და არსებული მრავალწლიანი გამოცდილების ოპტიმალურად გამოყენება.

კომპანიის საქმიანობა

  • დამკვეთის საჭიროებებზე მორგებული ლიფტებისა და ესკალატორების  პროექტირება;
  • ტექნიკური გადაწყვეტების შემუშავება;
  • კონსულტაცია;
  • დანადგარების მიწოდება-მონტაჟი;
  • 24/7 ტექნიკური მომსახურება;
  • თანამედროვე ტექნიკური მოთხოვნების გათვალისწინებით ლიფტების განახლება-მოდერნიზება;

კომპანიის პოლიტიკა

 ტეგ ლიფტი ოპერირებს ISO მენეჯმენტის ხარისხის სტანდარტის  მიხედვით. კომპანია ფლობს ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს მიერ დადგენილი ნორმით ლიფტის მონტაჟისა და მომსახურების შესაბამისობის “MODULE H1” სერტიფიკატს, ხოლო ლიფტის წარმოდგენილ მოდელებს აქვს EC Type Examination Certificate, გაცემული ევროპული ნოტიფიცირებული ორგანოს მიერ. პროდუქციის სამონტაჟო სამუშაოები სრულდება ევროპული EN სტანდარტიზაციით რომელიც ითვალისწინებს EN 81-1/2+A3; EN81-50 სტანდარტებსა და 2014/33/EU დირექტივას.

სასწავლო პროგრამების შემუშავება განათლების სფეროში

ტეგ ლიფტის მენეჯმენტი ბაზრის სტიმულირების მიზნით ცდილობს პროფესიული განათლების ამაღლების ღონისძიებებში თავისი წვლილი შეიტანოს. ჩვენი თანამშრომლები 2014 წლიდან მონაწილეობას იღებენ სწავლების 040860 და 040855 პროფესიული სტანდარტების DACUM მეთოდოლოგიით შემუშავებაში: „ლიფტების ელექტრომექანიკოსი” და „ამწე-სატრანსპორტო მანქანებისა და ლიფტების მექანიკოსი” და “ესკალატორის მექანიკოსი”. ამ სტანდარტების საფუძველზე  განათლების სამინისტროს ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან კოორდინაციით და დარგის ექსპერტ ნიკოლოზ მედულაშვილის ხელმძღვანელობით ტექინჟინერინგ ჯგუფის პერსონალმა მოწვეული პროფესიონალების გუნდთან ერთად 2015 წელს შეიმუშავა აღნიშნულ სპეციალობებზე პროფესიული სწავლების  პროგრამები პროფესიული სწავლების დაწესებულებებში დასანერგად.